მარკეტა გრეგოროვა – ვფიქრობ, დარღვევები, რომლებიც ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია საიმისოდ, რათა უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე ჩაიარა

ვფიქრობ, ის დარღვევები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია ჩვენთვის საიმისოდ, რომ უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა ჩაიარა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე, სამართლიანად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მოხდება იმ ნაბიჯებზე დაკვირვება, რომლებსაც საქართველოს ახლად ფორმირებული ხელისუფლება გადადგამს.
“რა თქმა უნდა, იქნება შემდგომი დაკვირვებაც იმ ნაბიჯებზე, რასაც ხელისუფლება გადადგამს განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით და ოპოზიციური პარტიების ნებისმიერი პოტენციური აკრძალვის მიმართულებით, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ დაადასტურებს დემოკრატიულ უკუსვლას.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ველი, რომ pace-ს მოსმენის შემდეგ, ის გაიზიარებს შეხედულებას, რომელიც ჰქონდა ევროპარლამენტს და რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, შეჩერებულიყო გაწევრიანების მოლაპარაკებები, არ იქნება შეცვლილი. როგორც უკვე ვთქვი, ყველა დააკვირდება მომავალ ნაბიჯებს, რომელსაც გადადგამს ახლად შექმნილი ხელისუფლება”, – განაცხადა გრეგოროვამ.