ოფიციალურად: ბალოტელი “ჯენოას” ფეხბურთელია

ცნობილი იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და “ჯენოას” რიგებში ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მარიომ “გენუელებთან” ხელი 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა.
შეგახსენეთ, ბოლოს ბალოტელი “ადანა დემირსპორის” ღირსებას იცავდა.