,, მანდატების არსებულ განაწილებაში ბოიკოტი პარლამენტს შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის” – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე:
,,ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და ბოიკოტი
ამდენჯერ არაფერზე არავის არ უკითხავს ჩემთვის და ბარემ საჯაროდ დავწერ. მანდატების არსებულ განაწილებაში (რაც ს შედეგებიდან შეგვიძლიათ გამოვიანგარიშოთ) ბოიკოტი პარლამენტს შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის.
კონსტიტუციის მოხედვით: “პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.”
ეს ორ რამეს ნიშნავს:
1. პარლამენტი მუშაობას დაიწყებს თუ დარბაზში იქნება 76 დეპუტატი (ცესკოს მიხედვით ოცნებას 89 ყავს);
2. ამ 76-მა უნდა თქვას, რომ 150-დან სულ ცოტა 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენებს სურს თუ არა ცნონ მისი უფლებამოსილება.
ამას უდევს მარტივი პრინციპი საფუძვლად: უმცირესობა უმრავლესობას ვერ გადაუწყვეტს იფუნქციონიროს თუ არა.“