უკრაინელი უფლებადამცველი ბუტკევიჩი ლუჰანსკში, კოლონიაში იმყოფება

სამთვიანი გაუჩინარების შემდეგ უკრაინელი უფლებადამცველის – მაკსიმ ბუტკევიჩის ადგილსამყოფელი ცნობილია. ბუტკევიჩი ლუჰანსკში, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ რეგიონში სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფება.
ინფორმაციას ამის შესახებ ლეონიდ სოლოვიოვი ავრცელებს, რომელიც ბუტკევიჩის უფლებებს იცავს. ადვოკატი განმარტავს, რომ ბუტკევიჩის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მიაწოდა. მოსკოვის ცნობით, მაკსიმ ბუტკევიჩი ქალაქ ლუჩში, სასჯელაღსრულების კოლონიაშია გადაყვანილი.
ბუტკევიჩს დროებით უკანონოდ ანექსირებულ ლუჰანსკში სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კრემლის მიერ კონტროლირებული გამოძიება უფლებადამცველს ორი მკვლელობის მცდელობასა და სხვისი ქონების განზრახ დაზიანებაში მონაწილეობას ედავება. ბუტკევიჩი ბრალდებებს უარყოფს.
უკრაინელი უფლებადამცველი სასამართლომ დამნაშავედ 2023 წლის 10 მარტს გამოაცხადა, აგვისტოს შემდეგ კი მასთან კონტაქტი შეწყდა, რის გამოც დაკავებულის ოჯახის წევრები ბუტკევიჩის მდგომარეობაზე ღელავდნენ.
ბუტკევიჩი უკრაინაში ცნობილი უფლებადამცველია და ის ჯერ კიდევ 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე მოქალაქეებში ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა; ის ცნობილია ჟურნალისტური საქმიანობითაც. ბუტკევიჩმა ასევე დააფუძნა, რადიო „ჰრომადსკე“ რომელიც დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში მაუწყებლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო