უკრაინული მედია – მაღალი რანგის მოღალატის, კოლაბორანტისა და პროპაგანდისტის, ილია კივას ლიკვიდაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის ოლქში მაღალი რანგის კოლაბორანტის ლიკვიდაცია მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ინტერფაქს-” სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მაღალი რანგის მოღალატის, კოლაბორანტისა და პროპაგანდისტის, ილია კივას ლიკვიდაცია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა. დამნაშავის ლიკვიდაცია ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა”, – განაცხადა “ინტერფაქს-უკრაინას” წყარომ.
ცნობისთვის, რუსულმა სახელმწიფო გამოცემამ “რია ნოვოსტი” ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ილია კივას ცხედარი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის სოფელ სუპონევოში იქნა აღმოჩენილი. მათ კივას გარდაცვალების გარემოებები ან მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ.
ინფორმაციისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კივა რუსეთში გაიქცა. უკრაინულმა სასამართლომ კივას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისთვისა და კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლისა და გადაგდებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ