ვიდრე “მანჩესტერს” ჩაიბარებს, ხავიმ კვარაცხელიას შეძენა მოითხოვა

ბრიტანული football365-ის ცნობით, „მანჩესტერის“ უხეირო ასპარეზობის გამო, შეიძლება მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი სამუშაოდან დაითხოვონ და მის ნაცვლად „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცი ხავი დანიშნონ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერი“ ხავისთან მოლაპარაკებას აწარმოებს და უნდა თავის შესაძლო მომავალ გუნდში ფერმინ ლოპესი და რაფინია გადაიყვანოს. ახლა კი გამოცემა იტყობინება, რომ ვიდრე შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდება, ესპანელმა „ნაპოლის“ გარემარბის ს ტრანსფერის განხორციელება მოითხოვა, რამეთუ მისი ერთ ერთზე თამაშის უნარები და შეტევაში უნივერსალურობა იდეალურია იმ სტილისთვის, რომლის დანერგვასაც გეგმავს.
ასეთივე ინფორმაცია გაავრცელა კატალონიურმა El Nacional-მა, რომელიც წერს, რომ ხავის „მანჩესტერში“ მუშაობის პერსპექტივა ხიბლავს, რაც სიურპრიზია, მას უნდა შემოქმედებითი ნიჭის მქონე კვარაცხელიათი რადიკალურად შეცვალოს თამაშის სტილი და ეს ყველაფერი საჭიროა კლუბისათვის, რათა მსოფლიო საფეხბურთო ელიტაში დაიბრუნონ ადგილი.