ამირან გიორგაძე – საარჩევნო შტაბს 2012 წლიდან ვხელმძღვანელობ და ასეთი შედეგი არასდროს გვქონია, მარნეულში უმაღლესი შედეგი დაფიქსირდა

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებში მარნეულში, თითქმის ყველა უბანი 80%-იანი უპირატესობით მოიგო.
გიორგაძის თქმით, მსგავსი შედეგი არასდროს ჰქონიათ.
“წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდშიც ვაცხადებდით, რომ მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა იგრძნობოდა, დღეს ეს დადასტურდა. მარნეულის თითქმის ყველა უბანი დათვლილია და “ქართული ოცნება” დიდი უპირატესობით იგებს. შემიძლია გითხრათ, რომ 70-80%-იანი მოგებაა ყველა უბანზე, რომელიც დათვლილია. მინდა მოსახლეობას, ამომრჩევლებს მადლობა გადავუხადო, მოსახლეობამ კარგად გაითავისა, რომ ჩვენ ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება. საარჩევნო შტაბს 2012 წლიდან ვხელმძღვანელობ და ასეთი შედეგი არასდროს გვქონია, მარნეულში უმაღლესი შედეგი დაფიქსირდა”, – განაცხადა გიორგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ცუდია, როცა ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესებია – თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უსამართლობა და ქართველი ხალხის დასჯა იქნება