“დედამ კუთხეში დამაყენა” – პუტინმა ბავშვობის ყველაზე კეთილი მოგონება გაიხსენა

ვლადიმირ პუტინს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ბავშვობის ყველაზე კეთილი მოგონების გახსენება სთხოვა. ს პრეზიდენტმა შემთხვევა გაიხსენა, როდესაც დედამ კუთხეში დააყენა.
“რომელია თქვენი ბავშვობის ყველაზე კეთილი მოგონება, რომელიც ოჯახს უკავშირდება”? – კითხულობს ჟურნალისტი.
“იცით, ეს ცოტა ისეთი, ინტიმური საგანია, ამ ისტორიის დასაწყის გეტყვით. დედამ კუთხეში დამაყენა, არ მახსოვს რის გამო. და რაღაც დროის განმავლობაში დადიოდა და გაბრაზებული სახით მეკითხებოდა: “მოიხდი ბოდიშს თუ არა”? რითი მორჩა ეს ისტორია პირადად გეტყვით. კარგით, გამოვტოვებ ნაწილს და გეტყვით, ისტორია იმით რჩება, რომ დედამ კუთხიდან გამომიყვანა და ბევრი მკოცნა”. – პასუხობს რუსეთის პრეზიდენტი.