ვაშინგტონის უბანზე ამომრჩევლები მოდიან და სიაში არ არიან – დამკვირვებელი

-ში გახსნილ ვაშინგტონის საარჩევნო უბანზე სულ მცირე 13 მოქალაქეს უთხრეს, რომ ისინი საარჩევნო სიაში არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკონსულო აღრიცხვა ჰქონდათ გავლილი
„რამდენიმე წუთის წინ დავწერე საჩივარი – ამომრჩევლები მოდიან და სიაში არ არიან. ვიცით, რომ ვაშინგტონში სხვადასხვა შტატიდან ჩამოდიან ხმის მისაცემად. ცესკოს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შესაძლოა, ადამიანებმა გაიარეს ბოლო მომენტებში რეგისტრაცია და დადგნენ აღრიცხვაზე 6-7 ოქტომბრამდე. არის გამონაკლისებიც – ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დადგნენ და მაინც ვერ პოულობენ თავს სიაში. ამ ეტაპზე, რაც დავადგინე, არის 13 ადამიანი. შეიძლება, მეტიც იყოს, მაგრამ ზუსტად ვიცი 13 ადამიანზე“, – ეუბნება „ნეტგაზეთს“ ერთ-ერთი დამკვირვებელი, სოფო მთივლიშვილი.
-ში საარჩევნო უბნები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონშია გახსნილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება