არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სამართალდამცავების მობილიზებაა

არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სამართალდამცავების მობილიზებაა.
შესაბამის ვიდეოს მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს როგორ შედის მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში პოლიციის რამდენიმე ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი, სადაც, სავარაუდოდ, სამართალდამცავები სხედან.
„ინტერპრესნიუსმა“ საკითხის დაზუსტება შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას