ნიკოლოზ სამხარაძე – პარტნიორებისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის გზავნილები მივიღეთ – მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატო-ში წევრობას

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ანგარიში წარვადგინეთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და დემოკრატიზაციის რეფორმების მიმართულებით. ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის გზავნილები მივიღეთ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა საქართველოს როზორც ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირში წევრობას, ასევე ნატო-ში წევრობას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ასევე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში.
„შეხვედრის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვართ. ჩვენს პარტნიორებსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვთხოვეთ, რომ იფიქრონ, უფრო მკაფიო და გაწერილ სამოქმედო გეგმაზე. დაახლოებით ისეთ გეგმაზე, როგორიც აქვს ევროკავშირს, რათა თითოეულ ნაბიჯს მოჰყვებოდეს პროგრესი ნატო-ს ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც უფრო მარტივი იქნება სახელმძღვანელოდ, რადგან გვეცოდინება, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმის დასრულების შემდეგ, ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ წევრობის გზაზე. ასევე დისკუსია იყო ვაშინგტონის სამიტზე. იმედია, აქაც ბოლომდე წარმოდგენილი ვიქნებით მაღალ დონეზე და ამ სამიტზეც იქნება საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს შორის ურთიერთობები, რაც საბოლოო ჯამში წევრობამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო