ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორს, რონ ნერინგს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორს, რონ ნერინგს შეხვდა.
როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რუსული რეჟიმის, რუსული პარტიის და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ საჭიროა მოკავშირეები.
„რონ ნერინგი, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი, არის სტრატეგი და კომუნიკაციების ექსპერტი, რომელიც ეროვნული სპიკერი იყო 2016 წლის სენატორი ტედ კრუზის საპრეზიდენტო კამპანიაში. დეკემბერში, ნერინგი საქართველოში გვესტუმრება.
რუსული რეჟიმის, რუსული პარტიის და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მოკავშირეები გვჭირდება – ძალიან ბევრი გვყავს და ბევრსაც შევიძენთ!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა