„ძლიერი საქართველოს“ დელეგატის აგილ მუსტაფაევის განცხადებით, მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

„ძლიერი საქართველოს“ დელეგატის აგილ მუსტაფაევის განცხადებით, მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს.
როგორც მუსტაფაევი აცხადებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი უბნის თავმჯდომარემ გამოაგდო, რადგან ის დარღვევებს აფიქსირებდა.
„მისი ნების გარეშე “ოცნების” კოორდინატირებმა “ბეიჯი” დაუმზადეს, ჩვენ მხარეს უნდა იყოო. უბანში შევიდა და თქვა, რომ გაყალბების საშუალებას არ მისცემდა, ამის გამო, გარეთ გაუშვეს. ამომრჩეველს გარეთ ხვდებოდნენ, სურათი გადაუღეთ და ფულს მოგცემთო. ასევე, ამომრჩევლის ნაცვლად, თავად ჰქონდა გაფერადებული”,- განაცხადა მუსტაფაევმა.
მე-13 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის განცხადებით კი, აღნიშნული პირი, რომელიც უბნიდან გააძევა, პროვოკაციებს აწყობდა და საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდა, მისი მითითების მიუხედავად, უბანს არ ტოვებდა, რის გამოც, პოლიცია გამოიძახა.
ამ წუთებში, მე-13 საარჩევნო უბანზე ვითარება დასტაბილურებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა