რუსთავში საარჩევნო პროცესს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატებისგან შემდგარი ჯგუფი აკვირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯგუფის ხელმძღვანელის არზუ ნაგიევის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
„ჩვენ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები დილიდან ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს. ათ უბანზე ვიყავით, ვესაუბრეთ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და მის შედეგებზეა დამოკიდებული თქვენი ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა არზუ ნაგიევმა.
