ბათუმში არჩევნები სრულად ელექტრონული წესით ტარდება, აჭარის მუნიციპალიტეტებში ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით, ხოლო რიგ უბნებზე კი ტრადიციული მეთოდით

აჭარაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 08:00 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა. მოქალაქეებს ბათუმში სრულიად ელექტრონული წესით შეეძლებათ საკუთარი არჩევანის გაკეთება, აჭარის მუნიციპალიტეტებში: ხულოში, შუახევში, ქედასა და ქობულეთში ნაწილობრივ ელექტრონული, ხოლო რიგ უბნებზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ძველი მეთოდით შეეძლებათ.
აჭარაში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებიც უნდა აირჩიონ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარაში 317 უბანია გახსნილი და 317 119 მოქალაქეა რეგისტრირებული.
ამასთან, მათივე ცნობით, რეგიონში ელექტრონული წესით 251 უბანში ტარდება, ტრადიციული მეთოდით კი 66-ში.
ს 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, ბათუმში 154 357 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 90 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის ერთი სპეცუბანი ბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. მათივე ინფორმაციით, გადასატან ყუთზე 1229 მოქალაქეა რეგისტრირებული.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ისტორიაში რიგით მე-6 არჩევნებია. რეგიონის საკანონმდებლო ორგანო 21 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოზე – საჭიროა პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების ადვოკატები სხდომათა დარბაზის შეცვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არსებული სივრცე საკმარისი არ არის, უფლებადამცველებს კი დამატებითი მაგიდები დაუდგეს