რაშფორდმა “ნაპოლიში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა – El Nacional-ი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

“ნაპოლი” “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბის მარკუშ რაშფორდის დამატებით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა El Nacional-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რაშფორდი “იუნაიტედის” სამომავლო გეგმებში არ შედის. ინგლისელის გადაბირება “ასტონ ვილასა” და “მარსელსაც” სურს, შემტევი კი უპირატესობას “ნაპოლიში” გადასვლას ანიჭებს და “პარტენოპეის” მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შესაძლო ტრანსფერზე უკვე გაესაუბრა.
მოსალოდნელია, რომ გარიგება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შედგება.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს “ნაპოლიმ” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი გაიფორმა.
რაშფორდმა მიმდინარე სეზონში “წითელი ეშმაკების” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 13 მატჩი გამართა, თავი კი
4 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.