IDF-ს ცნობით, ღაზაში მიმდინარე ოპერაციის განმავლობაში, იარაღის ერთ-ერთი უდიდესი საწყობი აღმოაჩინეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 460-ე ჯავშანსატანკო ბრიგადისა და ნაჰალის ბრიგადის 50-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, “ჰამასის” ბოევიკების იარაღის ერთ-ერთი უდიდესი სათავსო აღმოაჩინეს.
სათავსო საავადმყოფოსა და სკოლის მახლობლად მდებარეობდა და ტერორისტები იქ ასობით RPG-ს, ათეულობით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, ათეულობით ასაფეთქებელ ნივთიერებას, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, ათეულობით ყუმბარას ინახავდნენ.
IDF -ის ინფორმაციით, იარაღის ნაწილი განადგურდა, ნაწილი კი ისრაელში გადაიტანეს შემდგომი შესწავლისთვის.
“ტერორის მთელი ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს სამოქალაქო შენობების გვერდით. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად ცინიკურად იყენებს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ღაზის სექტორის მაცხოვრებლებს ფარად.“- აცხადებს ს თავდაცვის ძალები.