“მსაჯებისა და მოთამაშეების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს” – ბრაზილიელმა ლეგენდამ ვინისიუსზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ Globo Esporte-სთან ინტერვიუში მადრიდის “რეალის” ვარსკვლავის ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.
რივალდომ ვინისიუსს მსოფლიოში საუკეთესო უწოდა, თუმცა მოედანზე მისი ქმედებები გააკრიტიკა.
“ეჭვგარეშეა, მისი ქცევები კარგი არ არის, შესანიშნავი ფეხბურთელია და მადრიდის “რეალის” წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს. ძალიან ახალგაზრდაა და შეუძლია შეიცვალოს. ვფიქრობ, მან მსაჯებისა და მოთამაშეების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს.
მესმის, რომ ხშირად ეუხეშებიან, მაგრამ ამდენი კამათი მსაჯებთან კარგი სულაც არაა.
რატომ კარგავს თავის თავზე კონტროლს? ალბათ, ეს ახალგაზრდული ასაკის გამო ხდება.
თავიდან ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ
ვინისიუსი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა, გოლების გატანა ისწავლა, თანაც ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გააკეთა. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება”, – განაცხადა რივალდომ