ნეპალში დააკავეს ადგილობრივთა რუსეთის ჯარში რეკრუტირებაში ბრალდებული 10 პირი

ნეპალში დააპატიმრეს 10 პირი, რომლებიც გამოძიების ვერსიით, უმუშევარი ახალგაზრდების რუსულ არმიაში რეკრუტირებით იყვნენ დაკავებული, იტყობინება „როიტერსი“.
ქვეყნის დედაქალაქის, კატმანდუს საოლქო პოლიციის ხელმძღვანელი, ბუპენდრა ხატრი ამბობს, რომ სამართალდამცავები მთავრობის იურისტებთან ერთად განიხილავენ საქმეს, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის იქნება სასამართლო პროცესი. მისივე თქმით, ადგილი აქვს „ადამიანების გატაცებას… ორგანიზებულ დანაშაულს“.
რაც შეეხება რეკრუტირებას, გამოძიების ვერსიით, დაკავებულები პირებს, 9 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ეხმარებოდნენ რუსეთში სამოგზაურო ვიზის მიღებაში, სადაც ხდებოდა მათი რეკრუტირება რუსულ ჯარში.
ნეპალელები უკრაინაში რუსული არმიის რიგებში აქამდეც იბრძოდნენ. წინა კვირას ნეპალის მთავრობამ სთხოვა რუსეთს, არ მოახდინოს მათი მოქალაქეების რეკრუტირება და უკან დააბრუნოს ყველა, ვინც ამჟამად ირიცხება რუსულ ჯარში.
ამ ეტაპზე, ცნობილია რუსეთის ჯარში დაღუპულ ექვს ნეპალელ მოქალაქეზე. კატმანდუ მოსკოვს სთხოვს, დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს.
„მედუზა“ აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ცნობით, რუსეთის ჯარში ნეპალის რამდენიმე ასეული ან ათასი მოქალაქე იბრძვის.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა