იტალიაში უკვე კვარაცხელიას გაყიდვაზე ალაპარაკდნენ – რა შემთხვევაში შეელევა “ნაპოლი” კლუბის ლიდერს

იტალიური გამოცემები ს ახალ კონტრაქტზე და “ნაპოლისთან” თანამშრომლობის გაგრძელებაზე აქტიურად წერენ, მაგრამ მოლაპარაკებებში დადებითი ძვრები არ შეინიშნება.
ბოლო ინფორმაციით, “პარტენოპეიმ” ქართველს 5,4 მილიონი ევროს, პლუს ადვილად მისაღწევი 600 000 ევროს ბონუსების შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ ჩვენებურის წარმომადგენლები 8 მილიონს ითხოვენ.
ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ იმასაც, რომ მამუკა ჯუღელი ემპოლიში “ნაპოლის” გასვლით მატჩს ესწრებოდა და მას ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა 29 ოქტომბერს “მილანთან” “ნაპოლის” გასვლითი მატჩის შემდეგ ექნება.
ადგილობრივი პრესა “პარტენოპეის” მხრიდან ხვიჩას გასხვისებაზე უკვე ალაპარაკდა. Corriere del mezzogiorno წერს, რომ თუ
“ნაპოლიმ” კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტს ვერ მიაღწია, ზაფხულში მის გასხვისებაზე სერიოზულად იფიქრებს, რადგან მსუყე თანხა გამოიმუშაოს.