“ვიკვლევდი რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს” – ჩხრეკა „ატლანტიკური საბჭოს“ მეორე თანამშრომლის სახლშიც

ჩხრეკა ტარდება „ატლანტიკური საბჭოს“ კიდევე ერთი თანამშრომლის სახლშიც – ეთო ბუზიაშვილის საცოხვრებელ ბინაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
“ეგრევე ჩამომართვეს ტელეფონი და დაიწყეს პირადი ჩხრეკა და შემდეგ გადავიდნენ სახლის ჩხრეკაზე. თქვეს, რომ ეძებდნენ დოკუმენტაციას და ნებისმიერ ტექნიკას, რომელიც ამ გამოძიების ფარგლებში იქნებოდა საინტერესო. ახსენეს ორგანიზაცია სადაც მე ვმუშაობ, ეს არის “ატლანტიკურ საბჭო” – ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, მე ვიკვლევ რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში” – ამბობს ბუზიაშვილი.
Atlantic Council-ის მკვლევარი, ამბობს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს.
ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის კიდევ ერთი თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში. სოფო გელავა პარტია „ფედერალისტების“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის ცოლია.
სოფო გელავა ამბობს, რომ სახლიდან კომპიუტერები და ტელეფონები წაიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ