ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა”- ონისე ცხადაძე

“ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა,” – ამის შესახებ სთენდაფერი ონისე ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან. გარაჟის დაშენებაში გვაქვს ნაქირავები, მე ყველა ანგარიში დაყადაღებული მაქვს, ჩემს ძმას ბანკის ვალები და ჩვენთან მოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა (ერთი წლის გაფუჭებული ლეპტოპიც) ჩემი ტელეფონის გარდა. ოქმი იყო ძალიან სასაცილო. ყველაფერზე ეწერა ამოღებულია ლეპტოპი ყავისფერი ჩანთიდან რომელიც იდო იატაკზე, ამოღებულია ტელეფონი რომელიც იდო იატაკზე… ყველაფერი იატაკზე იდო. მაგიდა და კარადა არ გვაქვს სახლში და ფინანსური პოლიცია დაგვადგა, თან ისეთ ადგილას ვცხოვრობთ ჩვენ თვითონ ძლივს ვაგნებთ და ამათმა საიდან გაიგეს სად ვცხოვრობთ არ ვიცი თანდათან გავიხსენებ კიდე…
ადვოკათთან არ შეიძლება რო დარეკოთო. ნახევარი საათის მერე ვკითხე ჩემს ძმას ადვოკატი თუ გყავსთქო და არ გვყავდა,” – წერს ონისე ცხადაძე.
მანამდე მის სახლში ჩხრეკის შესახებ დაწერა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ნონიაშვილმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება