ატლანტიკური საბჭოს ქართველი თანამშრომლების სახლებს ჩხრეკენ

ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გელავას ქმარი, პოლიტიკური პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი იუწყება.
“ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა – ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა”, – წერს გიორგი ნონიაშვილი.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს Atlantic Council-ის მეორე თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილის სახლშიც.
ნეტგაზეთი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ცდილობს დაზუსტებას, რის გამო მიმდინარეობს გამოძიება და ჩხრეკა.
ატლანტიკური საბჭო ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრია (Think Tank), რომელიც 1961 წელს არის დაფუძნებული. სოფო გელავაც და ეთო ბუზიაშვილიც რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მხილების მიმართულებით მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად