„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება დასრულდა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება მმართველმა პარტიამ თბილისში გამართა, მანამდე, მათ რეგიონებში ჰქონდათ გასვლითი ღონისძიებები.
დღევანდელი ღონისძიება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ასევე მიმართეს: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ და „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე, დღევანდელი ღონისძიების დასასრულს შეკრებილებს სიტყვით მიმართა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. შსს-ს ინფორმაციით, მოძრაობა 23:00 საათზე აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მი­მარ­თავს პრო­ვო­კა­ცი­ას, გა­მო­ი­ჩენს ელე­მენ­ტა­რულ ადა­მი­ა­ნო­ბას და მა­მას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან შვი­ლის და­სა­ტი­რად ბრუნ­დე­ბა, სა­ზღვარ­ზე შე­მო­უშ­ვებს ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბი­სა თუ ექ­სცე­სე­ბის გარე”