დღეს, 23 ოქტომბერს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.
“სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო. ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას”, – აცხადებენ სებ-ში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ უკვე მესამედ გაყიდა დოლარი ლარის კურსის დასაცავად. 16 ოქტომბერს მან თითქმის 65 მლნ დოლარი გაყიდა, ხოლო 8 ოქტომბერს -48.5 მლნ დოლარი.
