არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე კახეთიდან თბილისში მოქალაქეები მიჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე კახეთიდან თბილისში მოქალაქეები მიჰყავდა, ავარიაში მოყვა.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც თელავის კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა