გურიაში სახელმწიფო უწყებები დაცლილია

“ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეებისგან დაცალა გურიაც. მოქალაქეები სერვისებს ვეღარ იღებენ. ტვ პირველის ცნობით, “ოცნების” პარტიული ღონისძიების გამო ყველა საჯარო უწყება ცარიელია. გუბერნიასთან, გამგეობებთან და საჯარო დაწესებულებებთან კი დაცვის პოლიცია დააყენეს, რათა იქ ვერავინ შესულიყო.
მედიის ინფორმაციით, მაგალითად, გურიის გუბერნიაში, სადაც 250-მდე თანამშრომელი მუშაობს, მხოლოდ 18 კაცი აღმოჩნდა. ადგილზე არა მარტო უწყებების ხელმძღვანელები, არამედ მათი მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ იყვნენ.
“ქართული ოცნება” დღეს საარჩევნო შეხცვედრას თბილისში გამართავს. თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა