“პრეზიდენტი დიქტატორია!” – არეულობა ვალენსიას ქუჩებში, ლიმი გუნდის გაყიდვაზე მზაობას გამოთქვამს [VIDEO]

ლა ლიგის მე-10 ტურში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ “ლას პალმასთან” 2:3 დამარცხდა, ჩემპიონატის ბოლო ადგილზე გადავიდა და ეს “ღამურების” ფანებისთვის მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
თამაშის დასრულების შემდეგ ისინი ქალაქის ქუჩაში გამოვიდნენ და კლუბის საშინელ ასპარეზობას აპროტესტებდნენ. რა თქმა უნდა, კრიტიკის მთავარი ობიექტი გუნდის ტაილანდელი პრეზიდენტი პიტერ ლიმია, რომლის წასვლასაც “ვალენსიას” გულშემატკივრები დიდი ხანია მოითხოვენ.
“პრეზიდენტი დიქტატორია”, – სკანდირებდნენ ქუჩაში შეკრებილი ადამიანები და ლიმს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ.
პარარელურად, ესპანური AS ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტაილანდელი გუნდის გადაყიდად მზადაა და თავისი
აქციების 91%-ს 350-400 მილიონ ევროდ აფასებს.
საინტერესოა, რომ ლიმმა “ვალენსია” 10 წლის წინ შეიძინა და კლუბს იმაზე დიდი ვალი აქვს, ვიდრე ეს მის მოსვლამდე იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ დასამთავრებელია “ღამურების” ახალი საშინაო არენა Nou Mestella, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ბოლო 15 წელია არის.
ინფორმაციისთვის, “ვალენსია” ლა ლიგის მე-11 ტურში გასვლაზე 27 ოქტომბერს “ხეტაფეს” დაუპირისპირდება, შემდეგ კი მადრიდის “რეალთან” სახლში უმძიმესი მატჩი ელის.