საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ გამოხმაურებია „ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის“ (BIC) ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლითაც დასტურდება, რომ 2022 წლის სექტემბერში, როცა ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკამ დემონსტარციულად დაარღვია საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და ოკუპირებულ სოხუმში ჩავიდა სანაცვლოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, ზღვის სანაპიროზე, 20 ჰექტარი მიწა „გადაეცა“. ამ მიწის ფასი, დაახლოებით, 6-დან 10 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს.
„ლუკაშენკა წავიდა იქედან 20 ჰექტარი მიწით, შავ ზღვასთან ახლოს. დიახ, ეს მიწის ფართობა მას თავად ბჟანიამ აჩუქა. მე არ ვიცი, ბჟანიას ამით რისი მიღწევა სურდა?
არ ვიცი, ბჟანიას ამით რისი მიღწევა სურდა? აფხაზეთის აღიარებას მან ლუკაშენკასგან მაინც ვერ მიაღწია. ლუკაშენკა კიდე 20 ჰექტარი მიწით წავიდა. დაურ ბუავა, აფხაზი ბლოგერი
აფხაზეთის აღიარებას მან ლუკაშენკასგან მაინც ვერ მიაღწია. ლუკაშენკა კიდე 20 ჰექტარი მიწით წავიდა. აი, ასე გასცემს ბჟანია მარჯვნივ და მარცხნივ ჩვენს მიწას“ – ამბობს თბილისში მცხოვრები აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა.
ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის ქალაქ სოჭიდან ჩავიდა, სადაც მანამდე რუსეთის დიქტატორ პუტინს შეხვდა.
უკვე 29 სექტემბერს კი სეპარატისტებმა 20 ჰექტარი მიწა სოფელ კინდღში, ანკლავში, უკანონოდ მოქმედ კომპანია „ჟემჩუჟინა 2000“-ს გადასცეს. ამ კომპანიის 90 პროცენტს, ბელარუსში რეგისტრირებული კომპანია „ტერმალია“ ფლობს. თავის მხრივ „ტერმალიას“ მფლობელი, ლუკაშენკას უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე რომანოვსკია.
BIC-ის გამოძიების მიხედვით, რომანოვსკი, ბელარუსული პოლიტიკის „რუხი კარდინალის“, გენერალ-პოლკოვნიკ ვიქტორ შეიმანის უახლოესი გარემოცვის წევრია. „ჟემჩუჟინა 2000“-ის მფლობელებში ასევე ფიგურირებს ბელარუსის პრეზიდენტის საქმეთა მმართველის ყოფილი მოადგილე ნიკოლაი სელივანოვიც, რომელიც ასევე შეიმანის კადრია.
გენერალი შეიმანი ლუკაშენკას თან ახლდა 2022 წელს სოხუმში და ასევე ესწრებოდა ბელარუსი დიქტატორის პირისპირ შეხვედრას, აფხაზი სეპარატისტების ლიდერ ბჟანიასთან 2023 წელს, მინსკში.
შეიმანს, რომელსაც კარგად იცნობენ თბილისში, სხვადასხვა დროს ბელარუსის: შსს მინისტრის, უსაფრთოების საბჭოს თავმჯდომარის, გენერალური პროკურორის, პრეზიდენტის ადმინისტრაცისი უფროსის და პრეზიდენტის საქმეთა მმართველის თანამდებობა ეკავა.
„მაშინ, როცა ცნობილი გახდა ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ჰექტრის ლუკაშენკასთვის უკანონოდ ჩუქების შესახებ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი უბრალოდ იმალება თეონა აქუბარდია
შეიმანი და მისი ოჯახის წევრები სანქცირებული არიან აშშ-ის, ევროკავშირის და კანადის მიერ. „რუხი კარდინალის“ გარდა, შეიმანს მოიხსენიებენ, როგორც ლუკაშენკას „ზავხოზს“ (მნეს).
„მაშინ, როცა მედიით გასაჯაროვდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ჰექტრის ლუკაშენკოსთვის და ბელარუსულ კომპანიაზე უკანონოდ ჩუქების შესახებ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი უბრალოდ იმალება და არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, დაიცვას ქვეყნის გაცხადებული ინტერესები“ – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
2022 წლის სექტემბერში, ლუკაშენკოს უკანონო ვიზიტი აფხაზეთში დაგმო, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. პროტესტის გამოსახატავად საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.
2023 წლის თებერვალში, ლუკაშენკომ აფხაზი სეპარატისტები უკვე მინსკში მიიღო, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობა” არც ამჯერად არ უცვნია. როგორც ჩანს, თბილისისთვის ამ ეტაპზე, ასეთი „სტატუს ქვო“ სავსებით მისაღებია.
დღეს არც თუ კარგი დროა ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. ასეთი ურთიერთობები განაპირობა იმ სიტუაციამ, რომელიც ბოლო წლებში, გლობალურად მსოფლიოში შეიქმნა“ ანატოლი ლისი, საქართველოში ბელარუსის ელჩი
საქართველოს საგარეო უწყება პროტესტს აღარ გამოთქვამს, თუმცა, მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან გაციებას ბელარუსის ელჩიც აღიარებს.
„სამწუხაროდ, დღეს არც თუ კარგი დროა ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. მე ვერ ვიტყოდი, რომ გაუგებრობაა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ შორის ასეთი ურთიერთობები განაპირობა იმ სიტუაციამ, რომელიც ბოლო წლებში, გლობალურად მსოფლიოში შეიქმნა“ – ამბობს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.
სოფელ კინდღთან, 20 ჰექტარზე, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტს „აჩუქეს“, უკანონო, ფორმალური „ხელშეკრულების“ მიხედვით, რომელიც სეპარატისტებსა და ბელარუსულ მხარეს შორის „გაფორმდა“ სანატორიუმი და საკურორტო კომპლექსი უნდა აშენებულიყო. ასეთი იყო 2022 წლის სექტემბერში სოხუმდა და მინსკს შორის მიღწეული შეთანხმება.
„ბელარუსული ინვესტიციის“ მოცულობა კი 15 მლდ რუსული რუბლი, დაახლოებით 260 მლნ აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ეს პროექტი ჯერ არ დაძრულა, თუმცა, ბელარუსული კომპანია რეგულარულად „იხდის“ უკანონო „გადასახადს“, სეპარატისტების „ბიუჯეტში“.
კინდღში საბჭოთა პერიოდიდან მოქმედებს კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, ნავთობის ძებნის დროს აქ 90-იან წლებში, ჰიპერთერმულმა გეიზერმა ამოხეთქა. აფხაზეთზე საქართველოს იურისდიქციის დაკარგვის შემდეგ, ამ კურორტს და თერმულ წყლებს, ომის დამნაშავეების ზორიკ და ნუგზარ ჭყონიას ოჯახი „მართავს“.
„ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის“ (BIC) გამოძიების მიხედვით, „ჟემჩუჟინა 2000“-ის 10%-ს არაფორმალურად, სწორედ აფხაზი ძმები ჭყონიები ფლობენ, ფორმალურად კი ეს წილი ჭყონიების ნათესავ ვინმე დავით კვიწინიაზე „გაფორმებული“. ოჩამჩირელი ჭყონიები მჭიდროდ არიან დაკავშირებული აფხაზი სეპარატისტების ლიდერ ასლან ბჟანიასთან, რომელიც მეზობელ სოფელ ტამიშიდან არის.