პრეზიდენტი: ივანიშვილმა არია საგარეო პოლიტიკა, ეს დალაგდება, როცა მოვა ახალი მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ სა და ქართული ოცნების პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ვერ დალაგდება. ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა.
პრეზიდენტმა ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზეც და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ირგვლივ შეკრებილი ადამიანები, რომლებსაც სანქციების ეშინიათ, დააწყნაროს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ “ბიძინა ივანიშვილზე არაფერი არ არის დამოკიდებული’.
“მან [ბიძინა ივანიშვილმა] და ოცნებამ და ოცნების პოლიტიკამ აურია ამ ქვეყანას თავისი დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მიყვებოდა სხვათა შორის ოცნება მთელი პირველი პერიოდი და მერე აურია ამ ქვეყანას და დაგვტოვა იზოლაციაში და ამიტომ, დალაგება სიტყვა არ იარსებებს, იმიტომ რომ ასე არ ლაგდება, დალაგდება, როცა მოვა ახალი მთავრობა, ევროკავშირის წარმომადგენლები ბრიუსელიდან თუ აქ ძალიან ნათლად ამბობენ, რომ ამ მთავრობის პირობებში და ამ მთავრობის რიტორიკის, გადაწყვეტილებების ფონზე, არანაირი დალაგება არ იქნება. როგორ წარმოუდგენია, რომ დალაგდება და რუსული კანონი, ოფშორული კანონი იქნება და დისკრიმინაციული პოლიტიკა იქნება და ამ ყველაფრის ფონზე, დალაგდება? – არა.
თუ ეს არის პერსონალური გარანტია, ფიზიკური, იმიტომ რომ ადამიანი შეშინებულია და ამის გამო არავის უნდა ქვეყანა აირიოს, ეს სხვა საკითხია. დალაგება იქნება საქმე იმ მთავრობის, რომელიც მოვა დიდი უმრავლესობით და რომელიც ნამდვილად დაალაგებს, ამისი პირობა მაქვს მიღებული ევროპელი, ამერიკელი პარტნიორებისგან. ყველა მზადაა, მზადყოფნაშია და ელოდება, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოხატოს თავისი ნება, რომ დაუბრუნდეს პრო-დასავლურ, პრო-ევროპულ პოლიტიკას. პრო-რუსული პოლიტიკის ფონზე არაფერი არ დალაგდება ამ კუთხით. ეს ერთი რამ არის, რაც ძალიან ნათელია.
მე მგონი, ცდილობს, რომ თავის ირგვლივ ადამიანები, რომლებსაც ეშინია სანქციების, ისინი დააწყნაროს. მე მგონი, ეს დაწყნარებაც ფუჭია, იმიტომ რომ მასზე არაფერი არ არის დამოკიდებული და არის ისეთი პროცესი დაწყებული, რომელიც ასე მარტივად და ერთი სიტყვის გადაგდებით არ მოგვარდება”, – თქვა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ