მიხეილ სააკაშვილი – საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია!

დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მივიყვანოთ ყველამ ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან და ასე ერთიანობით გადავარჩინოთ საქართველო, – ამის შესახებ ს მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
სააკაშვილი თავის მიმართვაში პარტიებს მოუწოდებს, დაეხმარონ თბილისში მყოფ რეგიონებიდან ჩამოსული ამომრჩევლების თავისი რეგისტრაციის უბნებზე ტრანსპორტირებაში,
მისივე თქმით, თითოეული ხმის დაკარგვა „სასიკვდილო საშიშროებას შეიცავს, მხოლოდ სრული მობილიზაციაა გამოსავალი“.
„საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია! მეგობრებო, რა დროს სოციალური დაპირებები და ფერადი კლიპებია! ჩვენ ხომ სინამდვილეში სამშობლოს ვკარგავთ, დიდი უბედურება გვემუქრება თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში, ჩვენ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ, არა მხოლოდ ქვეყანა გაღარიბდება მკვეთრად, არამედ ის საერთოდ აღარ გვექნება და ს ჩვეულებრივი ნაწილი გავხდებით.
ამიტომ დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მივიყვანოთ ყველამ ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან და ასე ერთიანობით გადავარჩინოთ საქართველო.
მოვუწოდებ ყველა პარტიას და აქტიურ ადამიანს დავეხმაროთ თბილისში მყოფ რეგიონებიდან ჩამოსული ამომრჩევლების თავისი რეგისტრაციის უბნებზე ტრანსპორტირებაში, ავტობუსებით და თუ ავტობუსებს დაბლოკავენ, კერძო მანქანებით, თითოეული ხმის დაკარგვა სასიკვდილო საშიშროებას შეიცავს, მხოლოდ სრული მობილიზაციაა გამოსავალი!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა

შალვა პაპუაშვილი – ბევრი რამ მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის – ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის

შალვა პაპუაშვილი: ბევრი რამ მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის – ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის

ISW – “ქართული ოცნების” რიტორიკა პირდაპირ ამართლებს რუსულ აგრესიას საქართველოში – აკოპირებს კრემლის პოზიციას 2008 წლის ომზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრებზე და ეხმარება მოსკოვის პრეტენზიებს