დონეცკის “შახტარის” გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა Spox-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდის 22 წლის შემტევის გეორგი სუდაკოვის შეძენით მანჩესტერ “სიტია” დაინტერესებული.
“რამდენიმე საინტერესო მოთამაშე გვყავს, მაგალითად, ბრაზილიელები კევინი და მარლონი. ამ დროისთვის ყველაზე ცნობილი გეორგი სუდაკოვია, მისით “მანჩესტერ სიტია” დაინტერესებულია, სხვა ინგლისური კლუბები კი ასევე ინტერესით აკვირდებიან.
ექვსი თვის წინ “ნაპოლისთან” ტრანსფერზე მოლაპარაკება გვქონდა, მაგრამ ეს ამბავი წარმატებით არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს მას რამდენიმე კლუბი კონტრაქტს შესთავაზებს”, – თქვა პალკინმა.