“ჩვენს ეკონომიკურ ინვესტიციებს პატივი უნდა სცეს” – დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე

“კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? – ფეხბურთელები, რომლებიც ახლა “ნაპოლიში” არიან, გუნდში მანამდე დარჩებიან, სანამ ჩვენ მოგვესურვება. წარსულში გვქონია შემთხვევები, როდესაც ზოგიერი მოთამაშის თავგადასავალი დასრულებლად მიგვიჩნევია და პრობლემა არასდროს შექმნილა.
ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით იმას, რისი გაკეთებაც ფეხბურთელს სურს და მოთამაშეც გუნდის ეკონომიკურ ინვესტიციებს ასე უნდა მიუდგეს”, – თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და “ნაპოლი” ახალ კონტრაქტზე
ვერ თანხმდებიან. ხვიჩას მხარეს ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდა სურს, მაგრამ “პარტენოპეი” მხოლოდ 6 მილიონს სთავაზობს. სათქმელია ისიც, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის 80 მილიონი ევროს ჩაწერა უნდა.