ფონდი „ღია საზოგადოება“ – რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას და გამოწვევად მიიჩნევს ქართული ენის ცოდნას და დამატებით სერვისებს იყენებს ქართული ენის სწავლისთვის

რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი საკუთარ მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას და გამოწვევად მიიჩნევს ქართული ენის ცოდნას და დამატებით საგანმანათლებლო სერვისებს იყენებს ქართული ენის სწავლისთვის, – ამის შესახებ „საქართველოს ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით შემუშავებულ კვლევაშია ნათქვამი, სახელწოდებით „რუსულენოვანი განათლების განვითარების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში“.
კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა მიგრანტი მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილი უკავშირებს განათლების მომდევნო საფეხურს რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
„რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი საკუთარ მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას და გამოწვევად მიიჩნევს ქართული ენის ცოდნას და დამატებით საგანმანათლებლო სერვისებს იყენებს ქართული ენის სწავლისთვის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისეთი სპეციფიკური მიმართულებები, როგორებიცაა საზღვაო აკადემიის პროგრამები და ქუთაისსა და თბილისის უნივერსიტეტებში საერთაშორისო პროგრამები ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში. რუსეთის მოქალაქეთა მიგრანტი მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილი უკავშირებს განათლების მომდევნო საფეხურს რუსეთის უსდ-ებს“, -აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება უკრაინელ მოსწავლეებს, კვლევის მიხედვით, უკრაინელი მოსწავლეებისა და მათი მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ყოფნას დროებით მოვლენად განიხილავს და საკუთარ მომავალს უკრაინას და უკრაინის უმაღლესი განათლების სისტემას უკავშირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა