ლა ლიგის მე-10 ტურში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” საკუთარ მოედანზე ამ მატჩამდე მოუგებელ “ლას პალმასს” დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა, რის შემდეგაც ბოლო ადგილზე გადავიდა.
“ღამურებს” საწყისი 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა აქვთ მოგროვილი და გუნდს ასეთი ცუდი შედეგი ბოლო 67 წლის განმავლობაში არ ჰქონია.
“ვალენსიას”, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ექვსგზის გამარჯვებულია, 10 ტურის შემდეგ 6 ქულაზე ნაკლები (5) ბოლოს 1957/58-წლების სეზონში ჰქონდა.
მე-11 ტურის შეხვედრაში რუბენ ბარახას ბიჭები 27 ოქტომბერს გასვლაზე “ხეტაფეს” დაუპირისპირდებიან.