25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

3031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1675 – საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი – სხვა დანიშნულების შენობებში.
„მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
25 ოქტომბრის უქმედ გამოცხადების შესახებ მთავრობამ დადგენილება 21 ოქტომბერს მიიღო. დადგენილება არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, სახელმწიფო შეწყიდვებზე.
საქართველოში საპარლამენტო არცევნები 26 ოქტომბერს ტარდება. პარლამენტში მოხვდება მხოლოდ ის პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის, რაც შეეხება დებატებს, არ არსებობს იმის ვარიანტი, ერთსაათიან დებატში პრემიერთან რამეს მიაღწიო, ეს არის ფიგურული სრიალი