ივანიშვილი არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩთან შეხვედრას გეგმავს

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპარლამენტო ს შემდეგ -ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება. მისივე თქმით, ეს შეხვედრა ელჩთან უკვე შეთანხმებულია. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
“როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა “კრედიტ სუისმა”, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ორმხრივი უნდა იყოს სურვილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში. არჩევნები ამერიკაშიც დასასრულებელია, ევროპაშიც ახლა დასრულდა და ლაგდება, ბოლომდე არ დალაგებულა კიდევ ბიუროკრატია, იმედია, თანხვედრაში იქნება ომის დასრულება და ომის დასრულების შემდგომ სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ინტერვიუში მანვე განმარტა, თუ რატომ ამბობობდა უარს ელჩთან შეხვედრაზე. მისი თქმით, შეხვედრას აზრი არ ექნებოდა, რადგან გადაწყვეტილებებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა “კომპლექსის” გამო, რომ ამას აკეთებს “დაბლოკილი ფულის გამო და არა ქვეყნისთვის”.
“ჯერ კიდე აშშ-ის პირველ ელჩს კარგად განვუმარტე – შეხვედრებზე წინააღმდეგი კი არ ვიყავი, მაგას როგორ ვიკადრებ? ელემენტარული უზრდელობაა, მე განვუმარტავდი: ჩემთან შეხვდერას არავითარი აზრი არ ექნებოდა, რამეთუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებდი მონაწილეობას, სასარგებლო რომ იყოს ევროპისთვის, ამერიკისთვის და საქართველოსთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მე მაქვს კომპლექსი, რომ ამას ვაკეთებ იმ ფულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი. მხოლოდ ამ მიზეზით ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, ვწერდი, ეს ნაწერები მაქვს. მე ვეუბნებოდი, თქვენ თუ მოახერხებთ, ამ ფულს სადაც გინდათ იქით მივმართავ, ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია, სხვა ფონდში გადავრიცხო. ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს არასწორად დაბლოკილი თანხები და მე ვერაფრით ვიკადრებ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა კომპლექსის გამო. მე სულ მექნება კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ჩემი თანხები დამიბრუნონ და არა იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. კარგად განვუმარტავდი, ბოდიშს ვუხდიდი [აშშ-ის ელჩს] არ იფიქროთ, რომ თავხედი ვარ, ამაყი ვარ…”, – ამბობს ივანიშვილი.