პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ ლიდერები ბრიყვულად თავს იტყუებენ და სიცრუეში აცხოვრებენ „დუშკაბინაში“ გამოკეტილ კაცს, უთხარით ივანიშვილს, რომ ის ქართველმა ხალხმა უკვე გაუშვა

“ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადება გუშინდელი მარშის – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ შესახებ მიუთითებს ორ რამეზე: პირველი, ისინი არიან ძალიან შეშინებულები და მეორე – მათ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, გამარჯვება ახლოსაა და თითოეული ადამიანის ხმა გადამწყვეტია, რაც მოლდოვის არჩევნებმაც დაადასტურა.
„ის, რომ დედაქალაქში მინიმუმ 100 000 ადამიანი, ანუ ოჯახიდან მინიმუმ 1 ადამიანი გამოდის თავისით, ყოველგვარი მობილიზების გარეშე საქართველოსა და მისი ევროპული კურსის მხარდაჭერისთვის, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასრულებულია.
ამის გააზრების ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ლიდერები ბრიყვულად თავს იტყუებენ და სიცრუეში აცხოვრებენ „დუშკაბინაში“ გამოკეტილ კაცს. უთხარით ივანიშვილს, რომ ის ქართველმა ხალხმა უკვე გაუშვა.
მეგობრებო, გამარჯვება ახლოსაა. ამ არჩევნებში თითოეული ადამიანის ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ეს დაადასტურა მოლდოვის არჩევნებმაც, სადაც სულ რამდენიმე ათასი ხმით უპირატესობამ გადაწყვიტა ქვეყნის ევროპული კურსი და განვითარება.
რაც მთავარია, მხარი დავუჭიროთ „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური პარტია ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების საქმეში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის