ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილ პირს ოპერაცია ჩაუტარდა

ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილ პირს ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც კლინიკა „ჰელისკორის“ ქირურგიული განყოფილების უფროსმა, გიორგი გოგოლაძემ განმარტა, დაჭრილია ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იმ შემთხვევაში, თუკი, მდგომარეობა არ გართულდება, მას კლინიკიდან 2-3 დღეში გაწერენ.
„პაციენტი გუშინ საღამოს შემოიყვანეს, ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა მარცხენა წვივის და ქუსლის არეში. ორივე სეგმენტზე ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდა წარმატებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცავები მუდმივად არიან, 4-5 კაცია პალატაში”,- აცხადებს გოგოლაძე.
ცნობისთვის, შემთხვევა წუხელ, 20 ოქტომბერს, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს. სროლის შედეგად დაჭრილია ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით, ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის