საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ლაბორატორიის სერვისები და კვლევები გააცნო

საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან თანამშრომლობით, BAG-ის წევრებისთვის ლაბორატორიაში საინფორმაციო ტური გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, საინფორმაციო ტურის მსვლელობისას ასოციაციის წევრი კომპანიების ხარისხის სამსახურის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ლაბორატორიის საქმიანობას, რომელიც მოიცავს 500-მდე კვლევას სურსათის უვნებლობის, აგრარული და ვეტერინარული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია მომსახურებას სთავაზობს როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და ფერმერებს, ასევე ფიზიკურ პირებს.
„საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიას მინიჭებული აქვს საერთაშორისო დონის აკრედიტაცია, რაც განსაზღვრავს ჩვენს სტანდარტებსა და ხარისხს. მომხმარებელს ვპირდებით სწრაფ და ზუსტ მომსახურებას და მაქსიმალურად მოქნილ სერვისს. ასეთი შეხვედრები გვეხმარება შესაბამისი კომპანიებისა და ადამიანების ინფორმირებაში ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის და ზოგადად გარემოსთვის“,- განაცხადა საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელმა, ნათია ცაბუტაშვილმა.
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის საქმიანობის სფერო დიაგნოსტიკის ერთიან ციკლს მოიცავს, რომელშიც ინტეგრირებულია აგრარული და ვეტერინარული მიმართულებები, ასევე წყლისა და სურსათის უვნებლობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების 500-მდე კვლევა. ლაბორატორია ასევე ახორციელებს გარემოს მონიტორინგს საანალიზო ნიმუშების აღების გზით.
„საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან და მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისებს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისა და ჩვენი მოსახლეობისთვის. აღსანიშნავია, ლაბორატორიის როლი და ფუნქცია, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოსი. დარწმუნებულები ვართ, მის წარმატებაში, ვინაიდან, სწორედ ასეთი მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მქონე ლაბორატორიებს მიენიჭებათ განმსაზღვრელი როლი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის