“წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა ამათი დღევანდელი საქმე” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, მ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, არანაირი რესურსი მხარდაჭერის და თანადგომის არ გააჩნიათ.

კალაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციას „შესაბამის ადგილს მიუჩენს”.

“ეს ადამიანები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, მხარდაჭერისა და თანადგომის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაღაც თავისი წრე ადამიანების ჰყავთ, რომლებიც ბევრი კომპრომატებით, ბულინგით, შეურაცხყოფით დაშინებული ჰყავთ. აი, ამ წრეში არიან, იხარშებიან ერთმანეთში, აღრეულები არიან. მათ ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. რეალურად, აბსოლუტურად, რადიკალური ვითარებაა ქვეყანაში.

შესაბამისად, ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ – რატომ მიმართავენ ამ ყველაფერს? – მათ ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ აქვთ, დღეს მათი რესურსი არის ნული და ხალხს რა დამოკიდებულებაც აქვთ მათ მიმართ, თუნდაც საპრეზიდენტო , როცა ტარდებოდა, მაშინაც გამოჩნდა. კერძოდ, ს მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ ხალხს. შემთხვევითი არ არის ის, რომ დღეს ესენი ყველა ერთად არიან.

იმ ადამიანის თანაგუნდელი არიან, ვინც მაგალითად: პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდა და კიდევ სხვა რაღაცას. ერთად არიან, იმიტომ, რომ უთხრეს, რომ “ისინი ერთად უნდა იყვნენ”. ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ხალხი მათ ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს.

ერთადერთი, რაც დარჩენიათ არის მცდელობა, რომ გარედან განცხადებებით, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ, ცდილობენ, რომ რაღაცა პოზიციები გაიმყარონ. ხომ იცით “წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო”. აი, ასეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო – რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?

თეა წულუკიანი გახარიას – შს მინისტრი, რომელსაც ეგონა, რომ ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე, გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ 6 საგუშაგოს ჩადგმას, როდესაც თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი, რატომ არ გააგრძელეთ, თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო, საგუშაგოების ჩადგმა?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისიდან 40-50 კილომეტრში განლაგებულია რუსული სამხედრო დანაყოფები და მზად არიან ნებისმიერ დროს დაქოქონ ჯავშანტექნიკა, როსტოვის სამხედრო აეროდრომიდან ააფრინონ თვითმფრინავები და გააკეთონ ის, რაც 2008 წელს