საქართველოში პენსია აუცილებლად იქნება 1000 ლარი | “ლელო”

საქართველოში პენსია აუცილებლად იქნება 1000 ლარი – აცხადებენ “ლელოში” და ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა უკვე დათვლილი და შეფასებულია ეკონომისტების მიერ და შესაძლებელია, პენსიონერებისთვის პენსიის უკვე მომავალი წლიდან გაზრდა:
“საქართველოში პენსია აუცილებლად იქნება 1000 ლარი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, შესაძლებელია და გარდაუვლად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს 1000 ლარიანი პენსია. დღეს ქართველ პენსიონერს არ აქვს შესაძლებლობა გაუძლოს იმ მინიმალურ გამოწვევებს, რომელიც მას ყოფით ცხოვრებაში აქვს. ქართული ოცნება ზრუნავს მხოლოდ და მხოლოდ ს ინტერესებზე და საკუთარ ჯიბეზე. ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არის დღეისთვის უკვე დათვლილი, შეფასებული ეკონომისტების მიერ და 2024 წლიდან შესაძლებელია და გარდაუვალია, რომ პენსია გაიზარდოს” ამბობს ირაკლი კუპრაძე.