საქართველოში Youtube Premium ხელმისაწვდომი გახდა. სერვისი გულისხმობს ვიდეოების ყურებას და მუსიკის მოსმენას რეკლამის გარეშე, ფონურ დაკვრას სხვა აპების გამოყენების პარალელურად ან დაბლოკილი ეკრანით და ვიდეოების ჩამოტვირთვას ხაზგარეშე რეჟიმში.
Youtube Premium-ის ღირებულება თვიურად 10,29 ლარი იქნება სტუდენტებისთვის, ინდივიდუალური ღირებულება – 17,49 ლარია, ხოლო საოჯახო – 33,29 ლარი ოჯახის მაქსიმუმ 5 წევრისთვის 13 წლის ასაკიდან.