კვარაცხელიას გოლით “ნაპოლიმ” “ემპოლის” სძლია [VIDEO]

სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ემპოლი“ 1:0 დაამარცხა.
ნეპოლური გუნდი სახიფათო იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა და მწვრთნელმა კონტემ სპინაცოლა და ლუკაკუ ოლივეირათი და სიმეონეთი შეცვალა. შემდეგ ანჯორინიმ საჯარიმოში
პოლიტანო წააქცია და კვარაცხელიამ პენალტით „ნაპოლი“ დააწინაურა. 76-ე წუთზე კონტემ მოედანზე „კვარას“ ნაცვლად ნერესი შეუშვა. 78-ე წუთზე გოგლიჩიძეც შეცვალეს. ანგარიში კი არ შეიცვალა და “ნაპოლიმ” გაიმარჯვა.
„ნაპოლი“ 19 ქულით ლიდერია და 26 ოქტომბერს „ლეჩეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა და 27 ოქტომბერს გასვლაზე „პარმას“ დაუპირისპირდება.
ემპოლი – ნაპოლი 0:1
გოლი: კვარაცხელია (63, პენ)