ლობჟანიძის ლამაზი კომბინაცია, გოლი, მოპოვებული პენალტი და საუკეთესოობა MLS-ის რეგურალურის ბოლო ტურში – საბამ თავისი გუნდის პლეი-ოფში გასვლაში ლომის წილი დაიდო [VIDEO]
MLS-ის რეგურალური ჩემპიონატის ბოლო ტურში საბა ლობჟანიძის “ატლანტა იუნაიტედმა” გასვლაზე “ორლანდოს” 2:1 სძლია და ქართველმა ფეხბურთელმა მე-7 წუთზე გატანილი გოლით თავისი გუნდის გამარჯვებაში და პლეი-ოფში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა. მან 7,6 ქულის შეფასება მიიღო, რაც თავისი კლუბის რიგებში საუკეთესო იყო.
29 წლის ჩვენებურმა მატჩის დებიუტში პედრო ამადორთან ლამაზი კომბინაცია გაითამაშა და თავისი გუნდი დააწინაურა. 31 წლის სენეგალელმა ფორვარდმა ჯამალ ტიარემ “ატლანტას” უპირატესობა მალევე ორამდე გაზარდა, ერთადერთი რაც მასპინძლებმა მოახერხეს ეს 42-ე წუთზე მარტინ ოჯედას სხვაობის შემამცირებელი გოლი იყო. აღსანიშნავია, რომ
საბას თანაგუნდელმა რუსმა ალექსეი მირანჩუკმა 47-ე წუთზე პენალტი გააფუჭა, რომელიც ლობჟანიძემ მოინადირა.
“ატლანტასთვის” ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, რადგან მისი უშუალო კონკურენტი “დისი იუნაიტედი” მოულოდნელად სახლში “შარლოტთან” 0:3 დამარცხდა. შედეგად, საბას კლუბმა მე-9 ადგილი და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. კლუბი ამ ფაზას 1/16-ფინალიდან დაიწყებს, სადაც “მონრეალს” დაუპირისპირდება.
ლობჟანიძემ რეგურალური სეზონის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 9 გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.