ჯგუფი „დაიცავი“ და „1 მოქალაქე 1 არჩევანთან“ მოქალაქეებს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებამდე ტრანსპორტირებაში დაეხმარებიან

ჯგუფი “დაიცავი” იწყებს ახალ ინიციატივას “1 მოქალაქე 1 არჩევანთან” პარტნიორობით, რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩევლების დახმარებას საარჩევნო უბნებამდე მისვლაში 2024
წლის სთვის.
ინიციატივა მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს:
1. #გაგიყოლებ: მოხალისე მძღოლების ქსელი, რომლებიც მზად არიან
ამომრჩევლების ტრანსპორტირებისთვის. მოხალისეებს
აუნაზღაურდებათ საწვავის ხარჯი.
2. #გამიყოლე: უფასო ტრანსპორტის სერვისი ამომრჩევლებისთვის,
დაფინანსებული საზოგადოების შემოწირულობებით.
“ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ყველა მოქალაქის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში” “ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესის გაძლიერებას და უზრუნველყოფს, რომ ტრანსპორტირების პრობლემა არ გახდეს ბარიერი ხმის მიცემისთვის.” – განაცხადა (კოკა ჯახუტაშვილი), ჯგუფი “დაიცავის” დამფუძნებელმა
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც
მოხალისე მძღოლები ან მოითხოვონ ტრანსპორტირება შემდეგ
ბმულებზე:
– მოხალისე მძღოლების რეგისტრაცია:
https://forms.gle/Jhx9AXWKqpJAYShbA
– ტრანსპორტის მოთხოვნა:

https://forms.gle/BdDoiFSQNUwfyufa6
ჯგუფი “დაიცავი” მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და გამოიყენონ საკუთარი ხმის უფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს