ბოსნიის პრემიერლიგის მეათე ტურში “სარაევომ” სახლში “ველეჟი” 4:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან აგრეთვე ორი საგოლე პასი გააკეთა.
გულიაშვილი გასულ სეზონში “ველეჟში” იჯარის წესით თამაშობდა.. ის 9 გოლით მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირია.
“სარაევო” 21 ქულით მეორე ადგილზეა და 26 ოქტომბერს კონიჩში “იგმანს” დაუპირისპირდება.