მამუკა მდინარაძე – აგენტურული ოთხეულის სათავეში დგანან მკვლელი, მოძალადე სააკაშვილი, მისი პარტიის მეორე დანაყოფი, შარვალჩახდილი და რუბლებით დაფინანსებული ხალხით გარშემორტყმული გვარამია, თაღლითი ხაზარაძე და მოღალატე გახარია

რადგან მათ [ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს] საზოგადოების შეიძლება მცირე, მაგრამ მაინც რაღაც ნაწილი კიდევ უჭერს მხარს, შევახსენოთ მათ, რომ აგენტურული ოთხეულის სათავეში დგანან: პირველი – მკვლელი, მოძალადე, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთზე ჩამბარებელი და საკუთარ ჯარზე ომის დანაშაულის დამბრალებელი სააკაშვილი. მეორე – მისი პარტიის მეორე დანაყოფი შარვალჩახდილი და რუბლებით დაფინანსებული ხალხით გარშემორტყმული თაღლითი და თავისი ტელეკომპანიების გამძარცველი გვარამია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ, ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამავე ოთხეულის შემადგენელი ნაწილები არიან ხაზარაძე და გახარია, რომლებიც ვერ ლახავენ ბარიერს. მდინარაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს კვლავ ჰყავს საქართველოში ამომრჩეველი.
„ასევე, უპერსპექტივო პარტიებსაც შევეხოთ, ვერ ლახავენ ბარიერს, მაგრამ მაინც ამ ოთხეულში არიან. თაღლითი, სააკაშვილის რეკეტიორი ხაზარაძე და ასევე თაღლითი, სააკაშვილთან მოღალატე და თავისი გუნდის გამწირავი გახარია. აი ესენი იღებენ ხმას. არსებობს საქართველოში სამწუხაროდ კიდევ ამომრჩეველი, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ამ ხალხს, ამ ყველაფრის მიუხედავად ხმას აძლევს და როცა მათ დაველაპარაკებით უნდა ვუთხრათ, რომ ისინი არიან აი ამ ხალხის მხარდამჭერები, ასე სიტყვა სიტყვით უნდა ჩამოვუთვალოთ.
ამიტომ, 26 ოქტომბერს, მთელს მსოფლიოს ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს დადგება თავისი ქვეყნის გამყიდველების მხარეს“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე ჩამოხადა ფარდა აგენტურას და მთელს მსოფლიოს უთხარა, რომ „ამიერიდან, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში“.
„ბოლომდე ჩამოვხადეთ ფარდა საქართველოში მოქმედ აგენტურას და მთელს მსოფლიოს ვუთხარით მთავარი სათქმელი, ამიერიდან, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება ყოველთვის შეასრულებს ილია ჭავჭავაძის ანდერძად ქცეულ სიტყვებს – „ მამული, ენა, სარწმუნოება.“
„აქ, ამ ქვეყანაში, ყოველთვის შეგვიძლია დავიფიცოთ, რომ შევასრულებთ ანდერძად ქცეულ სიტყვებს, დიდი ილიას სიტყვებს, რომ ჩვენთვის უპირველესი მოსაფრთხილებელი იქნება: „მამული, ენა, სარწმუნოება“, და ამას გააკეთებს არა მხოლოდ თანამედროვე თაობა, არა მხოლოდ ჩვენ გავაკეთებთ ამას, არამედ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დავდოთ მყარი გარანტია, რომ ამას გააკეთებენ ჩვენი მომავალი თაობებიც“, – განაცხადა მდინარაძემ.