“ნაპოლიდან” “გალათასარაიში” იჯარით მოთამაშე ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა სხვადასხვა უნარებით მისთვის იდეალური ფეხბურთელი შექმნა.
მან კრიშტიანო რონალდოს თავით თამაში, ნეიმარის მარჯვენა, ლეო მესის მარცხენა ფეხი და დიმიტარ ბერბატოვის ბურთის კონტროლი საუკეთესოდ მიიჩნია.
შეხსენებისთვის, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “გალათასარაის” ფორმა 4 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლი გაიტანა.
მომზადებულია Football Fans Tribe-ს მიხედვით.