Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით „ემპოლის“ 20 წლის მცველის, საბა გოგლიჩიძის ღირებულება 300 ათასი ევროდან 5 მილიონამდე გიზარდა. Calcio Mercato წერს, რომ დავიდე კალაბრიას „მილანთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება, თუმცა არაა გამორიცხული გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს და მის შემცვლელთა კანდიდატებს შორის გოგლიჩიძესაც ასახელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „მილანი“ აქედანვე აკვირდება იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლიათ თამაში, „ემპოლის“ ერთ-ერთი აღმოჩენა, გოგლიჩიძე სამცველიან დაცვაში მარჯვენა ფრთაზე ირჯება, თუმცა შეუძლია განაპირა მცველის პოზიციაზეც ითამაშოს.